Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანში დააკავეს „ბი-ბი-სის“ სპარსულენოვანი კორესპონდენტი


სააგენტო „ფარსი“ იუწყება, რომ ირანელი ჟურნალისტი, რომელიც „ბი-ბი-სის“ სპარსულ რედაქციასთან თანამშრომლობს, დააპატიმრეს. სააგენტო, სხვა დეტალების გარეშე, იუწყება, რომ მოჰსენ ფათჰი შაბათს დააკავეს მას მერე, რაც „ბი-ბი-სის“ ცოცხალ ეთერში გადასცა რეპორტაჟი ირანის მიმართ ისრაელის მუქარის გამო. „ბი-ბი-სის“ სპარსულენოვანი მაუწყებლობა აკრძალულია ირანში იმის გამო, რომ „ანტი-რევოლუციურ“ მასალებს გადასცემს. ამ მედიასაშუალებას არ აქვს ოფიციალური ოფისი, არ ჰყავს თანამშრომლები, მაგრამ გადაცემების მიღება შეიძლება თანამგზავრის მეშვეობით. „ბი-ბი-სის“ სპარსულენოვან სამსახურთან თანამშრომლობისთვის სექტემბერში, ირანში, ხუთი კინორეჟისორი დააკავეს. ორი მათგანი გირაოს სანაცვლოდ გაუშვეს.
XS
SM
MD
LG