Accessibility links

logo-print

ლიბიაში დაპირისპირებულ მეამბოხეებს შორის შეტაკებები გრძელდება


დაპირისპირებულ ლიბიელ მეამბოხეთა რაზმებს შორის მეოთხე დღეა გრძელდება შეტაკებები. დღევანდელი ბრძოლა ყველაზე ცხარე იყო გასულ თვეში ყოფილი ლიდერის მუამარ კადაფის მოკვლის შემდეგ. შეტაკებამ, რომელშიც ექვსი ადამიანი დაიხოცა გასული კვირის ბოლოს შემდეგ, შეშფოთება გამოიწვია იმის თაობაზე, შესწევს თუ არა უნარი გარდამავალ მთავრობას, განაიარაღოს ათასობით მებრძოლი და წესრიგი დაამყაროს. ლიბიაში სამოქალაქო ომი რვა თვეს გრძელდებოდა. ლიბიის გარდამავალმა ლიდერმა, მუსტაფა აბდულ-ჯალილმა განაცხადა, რომ გარდამავლმა საბჭომ შეკრიბა დაპირისპირებული არეალების, სანაპირო ქალაქის ზავიასა და მახლობელი რეგიონის, ვარშეფანას უხუცესები და კონფლიქტი მოგვარდა. თუმცა, მისი ამ განცხადების დროს, ბრძოლები გრძედებოდა. აბდულ-ჯალილმა და საბჭოს სხვა ლიდერებმა განაცხადეს, რომ მათ მეამბოხეების სწრაფად განიარაღება არ ძალუძთ.
XS
SM
MD
LG