Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი ირანის საკითხში პოზიციების დაახლოებას ცდილობს


ბრიუსელში მიმდინარე ევროკავშირის საგარეო სამქეთა მინისტრების შეხვედრის ერთ-ერთი საკითხია, თუ რა ფორმით უნდა გაგრძელდეს ირანზე ზეწოლა ქვეყნის სადავო ბირთვული პორგრამის გამო. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა გიდო ვესტერველემ გამორიცხა სამხედრო ჩარევის იდეა, თუმცა ბრიტანეთისა და ჰოლანდიის საგარეო უწყებათა ხელმძღვანელებმა განაცხადეს, რომ არც ერთი შესაძლებლობა არ უნდა გამოირიცხოს. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ალან ჟიუპეს თანახმად, საერთაშორისო საზოგადოებამ ირანი წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების მიმართულებით მჭიდოროდ უნდა ითანამშორმლოს, რათა თავიდან აიცილოს „გამოუსწორებელი ჩარევა“. გასულ კვირაში გამოქვეყნდა გაეროს ატმოური ენერრგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ანგარიში, რომლის თანახმად არსებობს საფუძვლიანი ვარაუდები, რომ ირანი ჩართულია ბირთვული იარაღის შექმნაში.
XS
SM
MD
LG