Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დეპუტატთა რაოდენობის ზრდას აპროტესტებენ ”თავისუფალი დემოკრატები”


საკონსტიტუციო ცვლილების პროექტს, რომლის თანახმად, საქართველოს პარლამენტის წევრთა რაოდენობა 150-დან 190-მდე უნდა გაიზარდოს, აპროტესტებს პარტია ”თავისუფალი დემოკრატები.” მისმა ლიდერმა ირაკლი ალასანიამ პარლამენტთან დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე დეპუტატების რაოდენობის გაზრდას უწოდა მიხეილ სააკაშვილის ერთპიროვნული გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს მოსახლეობას არ სჭირდება. ალასანიას განცხადებით, გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება 2003 წელს ჩატარებულ რეფერენდუმზე ქვეყნის მოქალაქეთა მიერ გამოხატულ ნებას, რომლის საფუძველზეც პარლამენტის წევრთა რაოდენობა 150-მდე შემცირდა. პარტია ”თავისუფალი დემოკრატები” მოითხოვს, რომ დეპუტატთა რაოდენობის გაზრდის საკითხიც რეფერენდუმის გზით გადაწყდეს.
XS
SM
MD
LG