Accessibility links

logo-print

ევროკავშირი და ნატო არ ცნობენ ცხინვალში ჩატარებულ არჩევნებს


სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებს არ ცნობენ ევროკავშირი და ნატო. ალიანსის გენერალური მდივნის ანდერს ფოგ რასმუსენის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მსგავსი არჩევნები ხელს არ უწყობს საქართველოში არსებული სიტუაციის მშვიდობიანად, ხანგრძლივი დროით მოგვარებას. ნატომ კვლავ გამოხატა სრული მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მისი, საერთაშორისოდ აღიარებული, საზღვრების ფარგლებში. დღესვე განცხადება გაავრცელა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში კეთრინ ეშტონმა. ის აღნიშნავს, რომ ევროკავშირი არ აღიარებს საკონსტიტუციო და სამართლებრივ ჩარჩოს, რომლის ფარგლებშიც საქართველოს სეპარატისტულ რეგიონში, სამხრეთ ოსეთში არჩევნები ჩატარდა. ევროკავშირმა კვლავ გამოხატა მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი.
XS
SM
MD
LG