Accessibility links

logo-print

თურქმენეთის პრეზიდენტმა პაკისტანში სავაჭრო კავშირები შეათანხმა


თურქმენეთი და პაკისტანი დღეს შეთანხმდნენ, რათა დააჩქარონ მრავალმილიარდიანი გაზსადენის პროექტი, რომელიც უზრუნველყოფს ცენტრალური აზრის ბუნებრივ აირის ტრანსპორტირებას სამხრეთში აზიაში. შეთანხმებას ხელი მოეწერა ისლამაბადში, თურქმენეთის პრეზიდენტის გურბანგული ბერდიმუხამედოვისა და პაკისტანის პრეზიდენტ ასიფ ალი ზარდარის შეხვედრის დროს. იგეგმება, რომ 1680 კილომეტრის სიგრძის გაზსადენი, თურქმენეთის დაულეტაბაღის საბადოდან 27 მილიარდ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს მიაწვდის ინდოეთს, პაკისტანისა და ავღანეთის გავლით. ორმა ლიდერმა ასევე ხაზი გაუსვეს საერთაშორისო ძალისხმევის კოორდინაციას ტერორიზმის, ნარკოტიკების უკანანო ბრუნვისა და არალეგალური ემიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში.
XS
SM
MD
LG