Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანგელა მერკელს ევროპის კრიზისი ომისდროინდელს აგონებს


გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი აცხადებს, რომ ევროზონის ვალის კრიზისი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპის ყველაზე დიდი კრიზისია. აღნიშნული მიმართვა მერკელმა ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის ყრილობაზე ქალაქ ლაიფციგში გააკეთა. მისი თქმით, უნდა გატარდეს ცვლილება ევროპის ხელშეკრულებებში იმ ქვეყნების დასასჯელად, რომლებიც არღვევენ დეფიციტის საწინააღმდეგო წესებს. მერკელმა ასევე გაუსვა ხაზი გერმანიის პასუხისმგებლობას მოკავშირეთა წინაშე და განაცხადა, რომ კიდევ უფრო მეტ წვლილს გაიღებს. თუმცა, გერმანიის მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი წინააღმდეგი იმისა, რომ გადამხდელთა ფული ევროზონის სუსტი პარტნიორების ფინანსურ გადარჩენას მოხმარდეს.
XS
SM
MD
LG