Accessibility links

logo-print

იემენში სამი ფრანგი მძევალი გაათავისუფლეს


ხუთთვიანი მძევლობის შემდეგ იემენში გაათავისუფლეს სამი ფრანგი სოციალური მუშაკი, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ განაცხადა. მძევლები -ორი ქალი და ერთი მამაკაცი, -ერთ-ერთი ფრანგულ საქველმოქმედო ორგანიზაციაში მუშაობდნენ, როდესაც ისინი მძევლად აიყვანეს 28 მაისს იემენის პროვინცია ჰედრამოუტში. გავრცელებული ინფორმაციით, არაბეთის ნახევარკუნძულის ამ რაიონში მიჩნეულია ალ ყაიდა მოქმედებს. ფრანგული პრესა წერდა, რომ მძევლების გათავისუფლებაში ალ ყაიდამ მილიონობით დოლარი მოითხოვა. თუმცა, საფრანგეთის პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია, თუ როგორ მოხერხდა მძევლების გათავისუფლება. სარკოზიმ მხოლოდ გაიზიარა მძევლების და მათი ოჯახების საერთო სიხარული.
XS
SM
MD
LG