Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირია არაბული ლიგის გადაწყვეტილებას „სახიფათოს“ უწოდებს


სირია „ძალიან სახიფათო ნაბიჯს“ უწოდებს არაბული ლიგის გადაწყვეტილებას, რომელიც სირიას ორგანიზაციის წევრობას უჩერებს. ამის შესახებ ნათქვამია ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის ვალიდ ალ მოუსემის განცხადებაში, რომელიც მან არაბული ლიგის შაბათის გადაწყვეტილების შემედეგ გააკეთა. არაბული ლიგა აპირებს გაყინოს ურთიერთობა სირიასთან, რომელიც არ ასრულებს ვალდებულებას შეწყვიტოს ანტისამთავრობო დემონსტრაციების ძალადობრივი ჩახშობა, რასაც გაეროს ინფორმაციით მარტის თვიდან 3 500 კაცის სიცოცხლე შეეწირა.
XS
SM
MD
LG