Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის მინისტრები სირიის შესახებ მსჯელობენ


სირიის ხელისუფლების მიმართ დამატებითი სანქციების შესახებ მსჯელობენ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები, რომლებიც ერთმანეთს ბრიუსელში ხვდებიან. ევროკაშირის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა კეთრინ ეშტონმა განაცხადა, რომ ევროკავშირი შეშფოთებულია სირიაში შექმნილი ვითარებით. „სირიაში შექმნილი ვითარება განუზომელ შეშფოთებას იწვევს. წუხელ მე ვესაუბრე არაბული ლიგის გენერალურ მდივან ნაბილ ალ -არაბის და ვივალდებულეთ, მჭიდროდ ვითანამშრომლოთ მათთან ერთად და გამოვიყენოთ საერთაშორისო არხები, რათა ერთად ვიპოვოთ გამოსავალი იმ ვითარებიდან, რაშიც აღმოჩნდა სამოქალაქო მოსახლეობა სირიაში, სადაც 3500 კაცი დაიღუპა.“ ეშტონმა ასევე განაცხადა, რომ ვითარება სირიაში განსხვავდება იმისაგან, რაც იყო ლიბიაში, სადაც გაეროს სანქციით ნატომ საავიაციო ოპერაცია დაიწყო კადაფის რეჟიმის ძალადობის შესაჩერებლად. ამასთან, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა „უმართებულო“ უწოდა არაბული ლიგის გადაწყვეტილებას სირიისათვის ამ ორგანიზაციის წევრობის შეჩერების თაობაზე.
XS
SM
MD
LG