Accessibility links

logo-print

ევროკავშირმა გადადო გადაწყვეტილება ირანის საკითხზე


ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა დღეს ბრიუსელში იმსჯელეს ირანის წინააღმდეგ მორიგ სანქციებზე, მაგრამ გადადეს გადაწყვეტილება ამ საკითხზე. გაეროს ატომური ენერგეტიკის სააგენტომ გასულ კვირაში გამოაქვეყნა ანგარიში, რომლის მიხედვითაც, არსებობს საფუძველი ვარაუდისთვის, რომ ირანი მუშაობს ბირთვული იარაღის დასამზადებლად. ბრიუსელში დღევანდელი შეხვედრის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები აღნიშნავენ, რომ განაგრძობენ ახალი და გაძლიერებული სანქციების დაწესების შესაძლებლობის განხილვას და ამ საკითხს დაუბრუნდებიან შემდეგ მინისტერიალზე, რომელიც 1 დეკემბერს ჩატარდება. შეერთებული შტატები და ისრაელი არ გამორიცხავენ არც ერთ ზომას საიმისოდ, რომ არ დაუშვან ირანის ხელში ბირთვული იარაღის ჩავარდნა. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ კვირას განაცხადა, რომ ჩინეთთან და რუსეთთან ჩაატარებს კონსულტაციებს ირანის ბირთვული პროგრამის საკითხის მიმართ ერთობლივი მიდგომის შესამუშავებლად.
XS
SM
MD
LG