Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ მართებულად თვლის სირიის პრეზიდენტის გადადგომას


აშშ აცხადებს, რომ სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი სულ უფრო იზოლაციაში ექცევა, ლეგიტიმურობა დაკარგა და უნდა დატოვოს თანამდებობა. თეთრი სახლის წარმომადგენელმა ჯოშ ერნესტმა ეს ორშაბათს განაცხადა. მანამდე იორდანიის მეფე აბდულა იყო პირველი არაბულენოვანი ქვეყნების ლიდერებიდან, ვინც სირიის პრეზიდენტს გადადგომისკენ მოუწოდა. ორშაბათსვე ევროკავშირმა სირიის ხელისუფლების კიდევ 18 წევრი დაამატა იმ ადამიანთ სიას, ვისაც ევროკავშირში შესვლა ეკრძალება.
XS
SM
MD
LG