Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიაში ათობით სამოქალაქო პირი მოკლეს


სირიაში გრძელდება რეპრესიები მმართველი რეჟიმის ოპონენტების წინააღმდეგ. აქტივისტების ცნობით, ორშაბათს 70-მდე ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 34 ჯარისკაცი და უშიშროების ძალების თანამშრომელი, რომლებიც სამხრეთ სირიაში, სავარაუდოდ დეზერტირებთან შეტაკებებში მოკლეს. გაეროს მონაცემებით, სირიაში 3500-ზე მეტი ადამიანია მოკლული მას შემდეგ, რაც მარტის შუა რიცხვებში დაიწყო გამოსვლები პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადის რეჟიმის წინააღმდეგ. რამდენიმე დღის წინ არაბულმა ლიგამ მიიღო გადაწყვეტილება მასში სირიის წევრობის შეჩერების შესახებ. ხოლო ორშაბათს ევროკავშირმა გამოაცხადა, რომ 18 სირიელ ოფიციალურ პირს დაამატებს სიას, რომელში შეყვანილი პირებისთვისაც დაწესებული აქვს მოგზაურობის აკრძალვა. სანქციები გულისხმობს მათი საბანკო ანგარიშების გაყინვასაც. ბოლო მონაცემებით, სანქციები მიმართულია 74 სირიელის წინააღმდეგ.
XS
SM
MD
LG