Accessibility links

logo-print

ნიუ-იორკში დაშალეს საპროტესტო აქცია „დაიკავე უოლ სტრიტი“


ნიუ-იორკში პოლიციამ დაშალა საპროტესტო აქცია, რომელიც არის ნაწილი მოძრაობისა სახელწოდებით „დაიკავე უოლ სტრიტი“. ამ მოძრაობის მონაწილეები აკრიტიკებენ გლობალურ საფინანსო სისტემას, როგორც სარგებლის მომტანს, მათი შეფასებით, მხოლოდ მდიდრებისთვის. ბოლოხანს საპროტესტო მოძრაობის ეპიცენტრი იყო ნიუ-იორკში მდებარე ზუკოტის პარკი. პოლიციამ მას ალყა შემოარტყა, ხოლო საგანგებო შენაერთებმა აიღეს კარვები, რომლებიც აქციის მონაწილეებს ჰქონდათ აღმართული. დღეს დილას მოედანი უკვე გასუფთავებული იყო. ნიუ-იორკის ხელისუფლება აცხადებს, რომ აქციის მონაწილეებს შეეძლებათ მოგვიანებით დაბრუნდნენ მოედანზე საძილე ტომრებისა და კარვების გარეშე. მოძრაობას „დაიკავე უოლ სტრიტი“ ამავე ტიპის მოძრაობების შექმნით მიბაძეს თვით შეერთებულ შტატებში და საზღვარგარეთაც. ნიუ-იორკამდე, ორშაბათს ღამით დემონსტრანტების ბანაკი აიღეს კალიფორნიის ქალაქ ოკლენდში.
XS
SM
MD
LG