Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოკუპირებულ ცხინვალში ჩატარებულ არჩევნებს გამოეხმაურა პრეზიდენტის ადმინისტრაცია


ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში 13 ნოემბერს ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებსა და რეფერენდუმს რუსულის მეორე სახელმწიფო ენად გამოცხადების შესახებ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შემდეგ დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაცია გამოეხმაურა. "ის, რასაც საოკუპაციო ხელისუფლება აკეთებს ცხინვალში, იქნება ეს ე.წ. არჩევნები, თუ სხვა აქტივობა, საქართველოს მიმართ რუსეთის პროვოკაციების გაგრძელებაა”, - განაცხადა თბილისში გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ.
XS
SM
MD
LG