Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვმო-ს შესახებ შეთანხმების შინაარსს გაეცნენ იგორ ახბა და დმიტრი მედოევი


საბაჟო ადმინისტრირებისა და სავაჭრო ბრუნვის მონიტორინგის შესახებ საქართველოსთან მიღწეული შეთანხმების ძირითადი შინაარსი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გააცნეს მოსკოვის მიერ დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარებული აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ელჩებს იგორ ახბას და დმიტრი მედოევს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაციით, ელჩებს განემარტათ, რომ საქართველოსთან მიღწეული შეთანხმება სრულად ითვალისწინებს რეგიონში შექმნილ ახალ რეალობას და არ აკნინებს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოების სტატუსს.
XS
SM
MD
LG