Accessibility links

logo-print

ქართულ მხარესთან მოლაპარაკება დაევალა რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტროს


რუსეთის მთავრობამ მხარი დაუჭირა საქართველოს მინისტრთა კაბინეტთან შეთანხმების პროექტს, რომელიც საბაჟო ადმინისტრირებისა და ვაჭრობის მონიტორინგის მექანიზმის ძირითად პრინციპებს განსაზღვრავს. სააგენტო ”ინტერფაქსის” ცნობით, რუსეთის მთავრობის ნორმატიული აქტების მონაცემთა ბაზაში გამოქვეყნებული განკარგულებით, რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დაევალა მოლაპარაკება ქართულ მხარესთან და შეთანხმების შემდეგ შესაბამისი დოკუმენტის ხელმოწრა რუსეთის მთავრობის სახელით. ამავე განკარგულებით, ეკონომიკური განვითარების სამინისტროს რუსეთის მთავრობა ნებას რთავს აუცილებლობის შემთხვევაში პროექტისთვის მოამზადოს ცვლილება, რომელსაც პრინციპული ხასიათი არ ექნება. საბაჟო ადმინისტრირების და სავაჭრო ბრუნვის მონიტორინგის შეთანხმებას თბილისმა და მოსკოვმა შვეიცარიის შუამავლობით 9 ნოემბერს მიაღწიეს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გასაწევრიანებლად მიმდინარე მოლაპარაკებისას.
XS
SM
MD
LG