Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი შეუდგა ტაჯიკი მიგრანტების დეპორტაციას


ტაჯიკეთის ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, რუსეთი შეუდგა ტაჯიკი მიგრანტების დეპორტაციას, რაც მიჩნეულია საპასუხო ზომად ტაჯიკეთის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, პატიმრობა მიესაჯა რუსეთის ავიაკომპანიის ორი პილოტისათვის. ტაჯიკეთის მიგრაციის სამსახურის ინფორმაციით, დღეს მოსკოვიდან სამშობლოში ბრუნდება 11 ტაჯიკი მოქალაქე, რუსეთის განმარტებით, იმიგრაციის წესების დარღვევის გამო. გასულ კვირაში სასამართლომ ტაჯიკეთში რვანახევარი წლით პატიმრობა მიუსაჯა რუსული ავიაკომპანიის ორ მფრინავს. ისინი წელს მარტში დააკავეს, ავღანეთიდან მოსკოვის მიმართულებით ფრენისას ტაჯიკეთში ნებართვის გარეშე გაჩერებასთან დაკავშირებით. მათს გასამართლებას მკვეთრი რეაქცია მოჰყვა რუსეთში.
XS
SM
MD
LG