Accessibility links

logo-print

ერდოანი მკაცრად აკრიტიკებს სირიის მმართველ რეჟიმს


თურქეთის პრემიერ-მინისტრმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა დღეს მკაცრად გააკრიტიკა სირიის მმართველი რეჟიმი. ერდოანის თქმით, მან დაკარგა ნდობა პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ხელისუფლების მიმართ. ამასთან, ერდოანი ალ-ასადს მოუწოდებს, დაისაჯონ პირები, ვისაც ეკისრება პასუხისმგებლობა სირიაში თურქეთის დიპლომატიურ მისიებზე თავდასხმებზე. ეს იერიშები მოეწყო მას შემდეგ, რაც თურქეთმა მხარი დაუჭირა არაბული ლიგის გადაწყვეტილებას სირიის წევრობის შეჩერების შესახებ. თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, აჰმეტ დავუთოღლუმ დღეს მაროკოში ვიზიტისას განაცხადა, რომ ანკარა ემხრობა სანქციებს, რომლებიც ძალადობისაგან დაიცავდა სირიელ ხალხს. დღესვე გავრცელდა გაეროს გენერალური მდივნის, ბან კი მუნის მოწოდება სირიის პრეზიდენტისადმი, ბოლო მოუღოს „საკუთარი ხალხის დახოცვას“. დღესვე გავრცელდა ინფორმაცია ოპოზიციური აქტივისტების მიერ, რომ სირიაში ორშაბათს 70-მდე ადამიანი იქნა მოკლული, როცა უშიშროების ძალები განაგრძობდნენ საპროტესტო გამოსვლების ჩახშობას.
XS
SM
MD
LG