Accessibility links

logo-print

საერთაშორისო სავალუტო ფონდი ავღანეთს 134 მილიონ დოლარს გადაურიცხავს


საერთაშორისო სავალუტო ფონდმა დაამტკიცა ავღანეთისთვის 134 მილიონი დოლარის ოდენობის კრედიტის გამოყოფა. ეს თანხა ქვეყანაში საფინანსო სკანდალის გამო გაყინული იყო. შარშან შეუჩერა ფონდმა ავღანეთს საკრედიტო პროგრამა ქაბულის ბანკის სკანდალის გამო. სავალუტო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ, ნემატ შაფიკმა განაცხადა, რომ ავღანეთის ხელისუფლებამ უნდა გაააქტიუროს სამართლებრივი საქმიანობა, რათა დააბრუნოს თითქმის მილიარდი დოლარი, რომელიც ქაბულის ბანკის ქმედებების შედეგად, მისი დაშლისას დაიკარგა.
XS
SM
MD
LG