Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიუ იორკის მერი ცდილობს“დაიკავე უოლ სტრიტის“ ბანაკის დაშლის აქციის დაცვას


ნიუ იორკის მერმა, მაიკლ ბლუმბერგმა დაიცვა პოლიციის ქმედება ნიუ იორკში, როცა პოლიციამ ალყა შემოარტყა და დაშალა, მოძრაობა „დაიკავე უოლ სტრიტის“ საპროტესტო აქციის მონაწილეთა ბანაკი. ბოლოხანს საპროტესტო მოძრაობის ეპიცენტრი იყო ნიუ-იორკში მდებარე ზუკოტის პარკი. ორშაბათს გამთენიისას პოლიციამ მას ალყა შემოარტყა, ხოლო საგანგებო შენაერთებმა აიღეს კარვები, რომლებიც აქციის მონაწილეებს ჰქონდათ აღმართული. პოლიციამ დააკავა 200-მდე ადამიანი. აქტივისტებმა სასამართლოში იჩივლეს. ნიუ იორკის მოსამართლემ, მაიკლ სტოლმანმა განაცხადა, რომ მას იმედი აქვს, გადაწყვეტილება პოლიციის მოქმედების სამართლიანობის შესახებ დღეს გვიან მიიღოს. მანამდე „დაიკავე ოულ სტრიტის“ მონაწილეებს მიღებული ჰქონდათ დროები ნებართვა, დარჩენილიყვნენ პარკში. „დაიკავეა უოლ სტრიტი“ საერთაშორისო მშვიდობიანი მოძრაობაა, რომელიც ნიუ იორკში დაიწყო და გავრცელდა აშშ-ის არაერთ ქალაქში და მთელ მსოფლოში. მისი მონაწილეები პროტესტს უცხადებენ საფინანსო უსამართლობას, კორპორაციების სიხარბეს და უთანასწორობის სხვა ფორმებს.
XS
SM
MD
LG