Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ ზრდის სამხედრო ძალებს ავსტრალიაში


აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას განცხადებით, შეერთებული შტატები ზრდის სამხედრო ძალებს ავსტრალიაში. ობამამ ამ შინაარსის განცხადება გააკეთა კანბერაში, ავსტრალიის პრემიერ-მინისტრ ჯულია გილარდთან მოლაპარაკების შემდეგ გამართულ ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე. ავსტრალიასთან მიღწეული შეთანხმება შეერთებულ შტატებს აძლევს შესაძლებლობას, მომავალი წლიდან ჩრდილოეთ ავსტრალიაში განათავსოს საზღვაო ქვეითები, რომელთა რიცხვიც ხუთ წელიწადში 2500-მდე გაიზრდება. ობამას განმარტებით, ორ მოკავშირეს შორის სამხედრო თანამშრომლობის გააქტიურება განამტკიცებს უსაფრთხოებას წყნარი ოკეანის რეგიონში. ეს ნაბიჯი მიჩნეულია ასევე მცდელობად, დაუპირისპირდნენ რეგიონში ჩინეთის მზარდ გავლენას. ჩინეთის საგარეო უწყების პრესმდივნის დღევანდელი განცხადებით, ავსტრალიაში ამერიკელი საზღვაო ქვეითების განთავსება შესაძლოა, არ შეესაბამებოდეს ამ რეგიონის ქვეყნების ინტერესებს.
XS
SM
MD
LG