Accessibility links

კარზაი განმარტავს პირობებს აშშ-ის გრძელვადიანი სამხედრო ბაზებისთვის


ავღანეთის პრეზიდენტმა, ჰამიდ კარზაიმ დღეს განმარტა პირობები ავღანეთში აშშ-ის გრძელვადიანი სამხედრო მისიისათვის. როგორც მან ქაბულში, უხუცესთა ტრადიციულ თავყრილობაზე, ლოია ჯირგაზე გამოსვლისას განაცხადა, შეერთებულმა შტატებმა ბოლო უნდა მოუღოს ღამის რეიდებს და პარალელური სტრუქტურების შექმნას ავღანეთში, რაც არის პირობა ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმებისათვის. კარზაის თქმით, თუ ვაშინგტონი შეასრულებს ამ მოთხოვნებს, მას შეუძლია, ავღანეთში გრძელვადიანი მისიით დატოვოს თავისი სამხედრო მოსამსახურეები. თალიბანი თავდასხმით ემუქრება ლოია ჯირგას, რომელშიც 2000-მდე ადგილობრივი და პოლიტიკური ლიდერი მონაწილეობს, ქვეყნისათვის საკვანძო მნიშვნელობის საკითხებზე მოსალაპარაკებლად. მრავალეროვანი საერთაშორისო ძალები 2014 წლის ბოლომდე დატოვებენ ავღანეთს, რის შემდეგაც ავღანელებს მოუწევთ უსაფრთხოებაზე ზრუნვა.
XS
SM
MD
LG