Accessibility links

სირიელი დეზერტირები „თავს დაეხსნენ სამხედრო-საჰაერო დაზვერვის ბაზას“


სირიელი აქტივისტების ცნობით, დეზერტირები თავს დაესხნენ სამხედრო-საჰაერო ძალების დაზვერვის სამსახურის შტაბ-ბინას დედაქალაქ დამასკის მახლობლად. ამავე წყაროს ცნობით, თავდასხმის შედეგად შენობა ნაწილობრივ დაინგრა. სირიის სამხედრო-საჰაერო დაზვერვა ჩართულია საპროტესტო აქციების წინააღმდეგ მიმართულ რეპრესიებში და მიეკუთვნება იმ უწყებებს, რომლების მიმართაც განსაკუთრებით დიდია შიში მოსახლეობაში. გაეროს მონაცემებით, სირიაში 3500-ზე მეტი ადამიანია მოკლული რეპრესიების შედეგად, რომლებიც ახლავს პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის წინააღმდეგ წელს, მარტში დაწყებულ საპროტესტო აქციებს. დღეს მაროკოში იმართება არაბული ლიგის შეხვედრა, რომლის მონაწილეებიც სირიაზე იმსჯელებენ. დამასკი ბოიკოტს უცხადებს ამ შეხვედრას არაბული ლიგის გადაწყვეტილების გამო, შეაჩეროს მასში სირიის წევრობა.
XS
SM
MD
LG