Accessibility links

მოსამართლე ემხრობა გადაწყვეტილებას ნიუ-იორკში კარვების აღების შესახებ


ნიუ-იორკში მოსამართლემ ძალაში დატოვა ქალაქის ხელისუფლების გადაწყვეტილება, აეკრძალა კარვების დადგმა პარკში, სადაც ბოლო ორი თვეა, გრძელდებოდა მოძრაობა „დაიკავე უოლ სტრიტის“ საპროტესტო აქცია. მოსამართლის გადაწყვეტილების შესაბამისად, დემონსტრანტებს აღარ ეძლევათ ნიუ-იორკში მდებარე ზუკოტის პარკში კარვების აღმართვის და ღამე იქ დაძინების უფლება. თუმცა, როგორც ნიუ-იორკის ხელისუფლება აცხადებს, რომ კვლავაც შესაძლებელია იქ საპროტესტო აქციების ჩატარება. გუშინ ნიუ-იორკის პოლიციამ დილაუთენია მოაწყო რეიდი პარკში, დააკავა 200-მდე დემონსტრანტი, რის შემდეგაც კარვები აიღეს და პარკი გაწმინდეს. მოძრაობა „დაიკავე უოლ სტრიტის“ მონაწილეები პროტესტს უცხადებენ, მათი შეფასებით, უსამართლო ეკონომიკურ სისტემას მსოფლიოში, კორპორაციების სიხარბეს და უთანასწორობის სხვა ფორმებს. „დაიკავე უოლ სტრიტის“ მიბაძვით, ასეთივე მოძრაობები შეიქმნა შეერთებული შტატების სხვა ქალაქებში და უცხოეთშიც.
XS
SM
MD
LG