Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყაზახეთის პრეზიდენტმა პარლამენტი დაითხოვა


ყაზახეთის პრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევმა დაითხოვა პარლამენტის ქვედა პალატა და გამოვიდა მოწოდებით, 15 იანვრისათვის დაინიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. პრეზიდენტის ეს ნაბიჯი მოჰყვა 53 პარლამენტარის მიმართვას, რომელშიც საუბარი იყო პარლამენტის დათხოვნის და ახალ პარლამენტში არა მარტო ერთი პარტიის შესვლის საჭიროებაზე. აქამდე პარლამენტის ყველა მანდატს ფლობდა მმართველი პარტია, "ნურ ოტანი". ახლა, ყაზახეთის საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებების შედეგად, არჩევნებში მეორე ადგილზე გასული პარტიაც შევა პარლამენტში იმ შემთხვევაშიც კი, თუ ვერ გადალახავს პარლამენტში ავტომატურად მოსახვედრად საჭირო ხმების შვიდპროცენტიან ზღვარს. მორიგი საპარლამენტო არჩევნები დაგეგმილია მომავალი წლის ზაფხულისთვის. ნაზარბაევის ბრძანებულებით, კენჭისყრა 15 იანვარს უნდა გადმოიტანონ.
XS
SM
MD
LG