Accessibility links

კეთრინ ეშტონის ვიზიტი საქართველოში


კეთრინ ეშტონი

კეთრინ ეშტონი

სამხრეთ კავკასიური ტურნეს ფარგლებში საქართველოში იმყოფება ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში კეთრინ ეშტონი. მის ვიზიტს ერთი მხრივ შედეგების შეჯამებად და მეორე მხრივ, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობაში ახალი ეტაპის დაწყებად აფასებს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე. მისი განცხადებით, გადამწყვეტ ფაზაში გადადის საქართველო-ევროკავშირის მოლაპარაკება ასოცირების ხელშეკრულებაზე, წლის ბოლომდე კი, აუცილებლად დაიწყება მოლაპარაკება თავისუფალ სავაჭრო რეჟიმზე. ვაშაძემ აღნიშნა, რომ საქართველოს და ევროკომისიის გეგმებშია მოლაპარაკების დაწყება სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე. 16 საათზე პრეზიდენტის რეზიდენციაში დაიწყო მიხეილ სააკაშვილის და კეთრინ ეშტონის ბრიფინგი. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, რომელიც თბილისში ბაქოდან ჩამოვიდა, საქართველოდან სომხეთში გაემგზავრება.
XS
SM
MD
LG