Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეშტონმა საქართველოში შეხვედრები გამართა


დღეს საქართველოს ეწვია ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში, კეთრინ ეშტონი. საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ეშტონმა განაცხადა, რომ საქართველომ „დიდ პროგრესს“ მიაღწია თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებების დაწყების მიმართულებით. „ჩვენი მოლოდინი ის არის, რომ შევძლებთ ძალიან სწრაფად წავიდეთ წინ მომდევნო რამდენიმე კვირაში და შობისთვის შევძლებთ ის პროგრესი ვაჩვენოთ, რომლისთვისაც, მე ვიცი, თქვენ ასე ბეჯითად იშრომეთ“, – განაცხადა ბრიფინგზე ევროკავშირის საგარეოპოლიტიკურმა ლიდერმა. მანვე „უაღრესად მნიშვნელოვანი“ უწოდა საქართველოს მხარდაჭერას ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების საკითხში. ეშტონი, რომელიც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრსაც შეხვდა, თბილისში იმყოფება სამხრეთკავკასიური ტურნეს ფარგლებში. ის ბაქოდან ჩაფრინდა საქართველოში, საიდანაც სომხეთს მიაშურებს.
XS
SM
MD
LG