Accessibility links

logo-print

სტუმრად ჩვენს ეთერში: ზვიად ქორიძე

  • ნიკო ნერგაძე

ზვიად ქორიძე

ზვიად ქორიძე

რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიაში სტუმრად იყო მედიაექსპერტი ზვიად ქორიძე. მან ილაპარაკა არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციის შესახებ, რომლის პრეზენტაციაც დღესაა დაგეგმილი და რომლის წევრიც ის გახლავთ. კოალიციას ჰქვია "არჩევნის თავისუფლებისთვის". მის დამფუძნებლებს მიაჩნიათ, რომ ქვეყანაში სამართლიანი საარჩევნო გარემოს ფორმირება და არჩევნების ჩატარება მხოლოდ პოლიტიკურ პარტიებზე არ უნდა იყოს მინდობილი. აუცილებელია, პროცესში აქტიურად ჩაერთოს სამოქალაქო საზოგადოება. ამიტომ კოალიციის დამფუძნებლებს მიაჩნიათ, რომ აუცილებელია, არასამთავრობო ორგანიზაციებმა გააერთიანონ რესურსები და შეიმუშაონ ერთიანი სამოქმედო გეგმა, რაც გაზრდის საარჩევნო პროცესებზე ეფექტიან სამოქალაქო კონტროლს და მას რეალურ შედეგამდე მიიყვანს.


საუბარი ზვიად ქორიძესთან

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG