Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არაბთა ლიგა აძლიერებს სირიაზე ზეწოლას


არაბთა ლიგა სირიის ხელისუფლებას სამ დღეს აძლევს ”სისხლიანი რეპრესიის შესაწყვეტად” და მეთვალყურეთა ჯგუფების სირიაში შეშვებისთვის. არაბთა ლიგა სირიისგან მოითხოვს ორგანიზაციიდან მისი წარმომადგენლის გაწვევასაც. არაბთა ლიგის წევრი ქვეყნების წარმომადგენელთა შეკრება მაროკოში გაიმართა. ყატარის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ თანამშრომლობაზე უარის თქმის შემთხვევაში, სირიის წინააღმდეგ სანქციები დაწესდება. სირიამ აგრეთვე ხელი უნდა მოაწეროს არაბთა ლიგის მიერ გაგზავნილ პროტოკოლს და შეწყვიტოს ძალადობა დემონსტრანტების მიმართ.
XS
SM
MD
LG