Accessibility links

საუდის არაბეთი გაეროსგან მოითხოვს რეზოლუციის მიღებას


საუდის არაბეთი გაეროსგან მოითხოვს რეზოლუციის მიღებას, რომლითაც ორგანიზაცია დაგმობდა აშშ-ში საუდის არაბეთის ელჩის მკვლელობის დაგეგმვას. საუდის არაბეთი მოუწოდებს ირანს, ითანამშრომლოს გამოძიებასთან. შეერთებული შტატები აცხადებს, რომ მკვლელობის მცდელობის უკან ირანი დგას . თუმცა, რეზოლუციის პროექტი, რომელიც საუდის არაბეთმა გაეროს გენერალური ასამბლეის წევრებს დღეს წარუდგინა, არ შეიცავს ირანის პირდაპირ დადანაშაულებას. რეზოლუცია, რომელსაც მხარს უჭერს აშშ, ”გმობს” მკვლელობის დაგეგმვას და მოუწოდებს ირანს ”შეასრულოს საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული ვალდებულებები”.
XS
SM
MD
LG