Accessibility links

ობამა: აშშ ზრდის სამხედრო ძალებს წყნარი ოკეანის რეგიონში


აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას განცხადებით, ბიუჯეტის შემცირების მიუხედავად, იზრდება შეერთებული შტატების სამხედრო ძალები აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში. ობამამ ამ შინაარსის განცხადება გააკეთა ავსტრალიის პარლამენტში გამოსვლისას, კანბერაში ვიზიტის მეორე დღეს. „მომავლისათვის გეგმისა და ბიუჯეტის მომზადებისას, გავითვალისწინებთ საკმარის რესურსებს რეგიონში ძლიერი სამხედრო წარმომადგენლობის შესანარჩუნებლად. შეერთებული შტატები არის წარმოდგენილი წყნარი ოკეანის რეგიონში და ჩვენ ვაპირებთ აქ დარჩენას. ჩვენ უკვე ვახდენთ აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში ამერიკის თავდაცვის მოდერნიზებას. ის უფრო ფართო იქნება გავრცელებული, შენარჩუნდება ძლიერი წარმომადგენლობა იაპონიაში და კორეის ნახევარკუნძულზე და გაძლიერდება წარმომადგენლობა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში“, განაცხადა ობამამ. აშშ-მა და ავსტრალიამ გუშინ გამოაცხადეს, რომ შეთანხმდნენ ჩრდილოეთ ავსტრალიაში 2500 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურის განთავსებაზე. ეს ნაბიჯი ბევრს მიაჩნია მცდელობად, დაუპირისპირდნენ რეგიონში ჩინეთის მზარდ გავლენას. ობამა ავსტრალიიდან გაემგზავრა ინდონეზიაში, სადაც ესწრება რეგიონულ კონფერენციას.
XS
SM
MD
LG