Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ ზრდის სამხედრო ძალებს წყნარი ოკეანის რეგიონში


 აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა
აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა
აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას განცხადებით, ბიუჯეტის შემცირების მიუხედავად, იზრდება შეერთებული შტატების სამხედრო ძალები აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში. ბარაკ ობამამ ამ შინაარსის განცხადება გააკეთა ავსტრალიის პარლამენტში გამოსვლისას, კანბერაში ვიზიტის მეორე დღეს.

„მომავლისათვის გეგმისა და ბიუჯეტის მომზადებისას, გავითვალისწინებთ საკმარის რესურსებს რეგიონში ძლიერი სამხედრო წარმომადგენლობის შესანარჩუნებლად. შეერთებული შტატები არის წარმოდგენილი წყნარი ოკეანის რეგიონში და ჩვენ ვაპირებთ აქ დარჩენას. ჩვენ უკვე ვახდენთ აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში ამერიკის თავდაცვის მოდერნიზებას. ის უფრო ფართოდ იქნება გავრცელებული, შენარჩუნდება ძლიერი წარმომადგენლობა იაპონიასა და კორეის ნახევარკუნძულზე და გაძლიერდება წარმომადგენლობა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში“, - განაცხადა ბარაკ ობამამ.

აშშ-მა და ავსტრალიამ გუშინ გამოაცხადეს, რომ შეთანხმდნენ ჩრდილოეთ ავსტრალიაში 2 500 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურის განთავსებაზე. ეს ნაბიჯი ბევრს მიაჩნია მცდელობად, დაუპირისპირდნენ რეგიონში ჩინეთის მზარდ გავლენას.

ბარაკ ობამა ავსტრალიიდან გაემგზავრა ინდონეზიაში, სადაც ესწრება რეგიონულ კონფერენციას.
XS
SM
MD
LG