Accessibility links

logo-print

ევროპარლამენტმა დაამტკიცა რეზოლუცია საქართველოს შესახებ


ევროპარლამენტმა დაამტკიცა რეზოლუცია, რომელშიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებად არის აღიარებული სამხრეთი ოსეთი და აფხაზეთი. რეზოლუცია, რომელსაც 527 დეპუტატი მიემხრო (წინააღმდეგი იყო 230, შეიცავს ასევე მოწოდებას რუსეთის მისამართით, პატივი სცეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და დაასრულოს მეზობელი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაცია. ევროპარლამენტის მიერ დამტკიცებულ რეზოლუციაში ყურადღება ეთმობა საქართველოს დემოკრატიული განვითარების მნიშვნელობასაც - დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას, მედიის თავისუფლებას და კონსტრუქციულ მიდგომას ოპოზიციის მიმართ.
XS
SM
MD
LG