Accessibility links

ივანიშვილი ესაუბრა რეგიონული მედიის წარმომადგენლებს


ბიზნესმენმა ბიძინა ივანიშვილმა თბილისში, საკუთარ რეზიდენციაში გამართა პრესკონფერენცია რეგიონული მედიის წარმომადგენლებისთვის. ივანიშვილმა გამოთქვა იმედი, რომ საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერისა და საქართველოს მოსახლეობის აქტიურობის გამო პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იძულებული გახდება, მას საქართველოს მოქალაქეობა აღუდგინოს. ივანიშვილის განცხადებით, მისი ადვოკატები აპირებენ, მისთვის მოქალაქეობის აღდგენის საკითხზე უახლოეს მომავალში მიმართონ პრეზიდენტსაც. პრესკონფერენციის დროს საუბარი შეეხო სხვა საკითხებსაც. ივანიშვილის შეფასებით, საქართველოს პარლამენტის თბილისიდან ქუთაისში გადატანის გადაწყვეტილება ამტკიცებს, რომ მიხელ სააკაშვილმა არ იცის "მენეჯმენტი და მმართველობა".
XS
SM
MD
LG