Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს ბირთვულ სააგენტოს სურს დელეგაციის გაგზავნა ირანში


გაეროს ბირთვული სააგენტოს ხელმძღვანელის, იუკია ამანოს განცხადებით, მას სურს, ირანში გააგზავნოს მაღალი რანგის დელეგაცია ირანის ბირთვულ პროგრამაზე ამ სააგენტოს ბოლო ანგარიშის შესახებ მოსალაპარაკებლად. ამანო გამოთქვამს იმედს, რომ ვიზიტის შედეგად ნათელი მოეფინება ანგარიშში შესულ საკითხებს. გაეროს ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს მიერ გასულ კვირაში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, არსებობს დამაჯერებელი მტკიცებულებები, რომლებიც მიუთითებს ირანის მუშაობაზე ბირთვული იარაღის ტექნოლოგიის შესაქმნელად. ირანი უსაფუძვლოს უწოდებს ამ ბრალდებას.
XS
SM
MD
LG