Accessibility links

logo-print

მამუკა კაციტაძე უხელმძღვანელებს ამომრჩეველთა სიის გადამოწმებას


ამომრჩეველთა სიის გადამოწმების უზრუნველსაყოფად პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ბრძანებით შექმნილ კომისიას უხელმძღვანელებს ახალი მემარჯვენეების წარმომადგენელი, მამუკა კაციტაძე. ის კომისიის თავმჯდომარედ აირჩიეს დღეს, კომისიის პირველ სხდომაზე. კაციტაძის მოადგილე იქნება ნაციონალური მოძრაობის წევრი ლაშა მელაძე, მდივანი კი არასამთავრობო ორგანიზაცია "დემოკრატიის ცენტრის" წარმომადგენელი ბადრი ნიაური. ამომრჩეველთა სიის გადასამოწმებლად შექმნილი კომისიის წევრები, ახლებისა და ნაციონალური მოძრაობის გარდა, არიან "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა", ედპ, მრეწველები, "დემოკრატიული პარტია", "ევროპელი დემოკრატები" და "ქრისტიან-დემოკრატიული სახალხო პარტია." კომისიაში არასამთავრობო ორგანიზაციებს წარმოადგენენ "ახალი თაობა ახალი ინიციატივა", "თავისუფალი არჩევნები", სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრი, სამოქალაქო განვითარების სააგენტო, არჩევნებისა და პოლიტიკური ტექნოლოგიების კვლევის ცენტრი, დემოკრატიისა და სამართლებრივი განვითარების საზოგადოება და დემოკრატიის ცენტრი. კომისიამ 1 ივლისამდე უნდა წარადგინოს გადამოწმებული სიები.
XS
SM
MD
LG