Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იტალიის ახალმა პრემიერ-მინისტრმა პარლამენტს წარუდგინა ეკონომიკური პროგრამა


იტალიის ახალი პრემიერ-მინისტრის, მარიო მონტის განცხადებით, მისი მთავრობა განახორციელებს მომჭირნეობის პროგრამას, დაბალანსებულს ეკონომიკური „ზრდითა და სამართლიანობით“. მონტიმ სენატს წარუდგინა გეგმა, რომელიც ემსახურება ეკონომიკურ ზრდასა და ვალების შეკვეცას. იტალიის სენატში, ანუ პარლამენტის ზედა პალატაში, დღესვე, ქვედა პალატაში კი პარასკევს იმართება კენჭისყრა მონტის მთავრობისადმი ნდობის საკითხზე. ახალი მთავრობა აერთიანებს წარმატებულ მეცნიერებსა და ექსპერტებს, მასში არ არიან პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები. ცნობების თანახმად, დღეს იტალიის რამდენიმე ქალაქში გაიმართა სტუდენტთა დემონსტრაციები დაგეგმილი მომჭირნეობის ზომების გასაპროტესტებლად. რამდენიმე ქალაქიდან, მათ შორის რომიდანაც იუწყებიან დემონსტრანტებსა და პოლიციელებს შორის დაპირისპირების შესახებ.
XS
SM
MD
LG