Accessibility links

logo-print

საბერძნეთში მოხდა შეტაკება დემონსტრანტებსა და პოლიციელებს შორის


ათენში ათასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა ყოველწლიურ სტუდენტურ აქციაში. აქცია გადაიზარდა შეტაკებაში პარლამენტის შენობასთან, სადაც ნიღბიანმა ახალგაზრდებმა აალებადი ყუმბარების სროლა დაუწყეს პოლიციელებს. საპასუხოდ პოლიციამ ცრემლმდენი გაზი და ხმაურის გამომწვევი ყუმბარები გამოიყენა. დააკავეს 60-მდე ადამიანი. ცნობებში არაფერია ნათქვამი დაშავებულთა შესახებ. პოლიციის შეფასებით, 28 000-მდე ადამიანი მონაწილეობდა აქციაში, რომლის ფონსაც ქმნის მომჭირნეობის ზომებით გამოწვეული უკმაყოფილება. საბერძნეთის ახალი პრემიერ-მინისტრი, ლუკას პაპადიმოსი პრიორიტეტულ ამოცანად ასახელებს 130 მილიარდი ევროს მომცველი დახმარების პაკეტის რატიფიცირებას, რათა, ევროკავშირთან შეთანხმებული ზომების განხორციელებით, შესაძლებელი გახდეს საბერძნეთის გადარჩენა დეფოლტისაგან.
XS
SM
MD
LG