Accessibility links

logo-print

შრი-ლანკის არმიის ყოფილ სარდალს პატიმრობა მიუსაჯეს


დღეს შრი-ლანკის არმიის ყოფილ სარდალ სარათ ფონსეკს სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. მოსამართლემ ის დამნაშავედ ცნო ხმების გავრცელებაში, რომლებმაც მასობრივი არეულობები გამოიწვია. საქმე ეხება ფონსეკის შარშანდელ საგაზეთო ინტერვიუს, რომელშიც მან თავდაცვის მინისტრს ბრალი დასდო თამილელ მეამბოხეებთან ანგარიშსწორებაში. ფონსეკა ბრალდებებს პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს.
XS
SM
MD
LG