Accessibility links

logo-print

პატრიარქი დღეს მოსკოვში ვიზიტს იწყებს


სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია მეორე დღეს მოსკოვში რუსეთის პატრიარქის, კირილის 65 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას. ილია მეორე მოსკოვში რუსეთის პატრიარქ კირილს შეხვდება. სხვა ოფიციალური შეხვედრები დაგეგმილი არ არის. ორი მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურები ერთობლივ წირვას 20 ნოემბერს, მოსკოვში მაცხოვრის სახელობის ტაძარში აღავლენენ.
XS
SM
MD
LG