Accessibility links

logo-print

ლოს-ანჯელესის პოლიცია ნატალი ვუდის სიკვდილის საქმის გამოძიებას განაგრძობს


ლოს-ანჯელესის პოლიციამ განაახლა ჰოლივუდის მსახიობის ნატალი ვუდის სიკვდილის საქმის გამოძიება - ახლად გამოჩენილი გარემოებების გამო. ნატალი ვუდი 1981 წელს, იახტით გასეირნებისას დაიხრჩო. მაშინ მომხდარს უბედური შემთხვევის კვალიფიკაცია მიენიჭა. გამოძიების ახალ გარემოებებს ჟურნალისტებს დღეს სპეციალურ პრესკონფერენციაზე გააცნობენ. ნატალი ვუდი ცნობილი გახდა ფილმით ”ვესტსაიდის ისტორია”, რომელშიც ის მთავარ როლს ასრულებდა. ნატალი ვუდი სამჯერ იყო წარდგენილი ”ოსკარზე”.
XS
SM
MD
LG