Accessibility links

logo-print

მოსკოვში დგამენ პირველ ნაბიჯს „ევრაზიის კავშირის“ მიმართულებით


რუსეთის, ბელორუსიისა და ყაზახეთის პრეზიდენტები დღეს მოსკოვში, სავარაუდოდ, შეთანხმდებიან პირველ ნაბიჯებზე „ევრაზიის ეკონომიკური კავშირის“ შექმნის მიმართულებით. რუსეთის პრეზიდენტი დმიტრი მედვედევი მოსკოვში მასპინძლობს ბელორუს და ყაზახ კოლეგებს, ალექსანდრ ლუკაშენკასა და ნურსულთან ნაზარბაევს. კრემლის განცხადებით, სამი ლიდერი ხელს მოაწერს დეკლარაციას მათს ქვეყნებს შორის უფრო მჭიდრე ეკონომიკური ინტეგრაციის შესახებ. რუსეთი, ბელორუსია და ყაზახეთი უკვე არიან საბაჟო კავშირის წევრები. ევრაზიის ეკონომიკური კავშირის შექმნის ინიციატივა ეკუთვნის რუსეთის პრემიერ-მინისტრს, ვლადიმირ პუტინს, რომლის თქმითაც, ასეთი კავშირი ჯერ მოიცავს რუსეთს, ბელორუსიასა და ყაზახეთს და შემდეგ მასში გაწევრიანება შეეძლებათ ამის მსურველ სხვა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებსაც. ოპონენტების შეფასებით, საქმე ეხება ყოფილი საბჭოთა იმპერიის აღდგენის მცდელობას. პუტინის განმარტებით, „ევრაზიის კავშირი“ ეკონომიკური მიზნებით შემოიფარგლება და ევროკავშირის მოდელით იხელმძღვანელებს.
XS
SM
MD
LG