Accessibility links

logo-print

თურქეთის შეფასებით, სირიას სამოქალაქო ომი ემუქრება


თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, აჰმეთ დავუთოღლუს შეფასებით, სირიაში კონფლიქტი შესაძლოა, სამოქალაქო ომში გადაიზარდოს. გაეროს ვარაუდით, სირიაში 3500-ზე მეტი ადამიანია მოკლული რეპრესიების შედეგად, რომლებიც ახლავს მარტის შუა რიცხვებში დაწყებულ საპროტესტო აქციებს. დავუთოღლუმ დღეს ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ სირიის არმიას ტოვებს სულ უფრო მეტი ჯარისკაცი, რომელიც ოპოზიციის მხარეზე გადადის და იარაღს მიმართავს მთავრობის ჯარების წინააღმდეგ. თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ამ საკითხზე ისაუბრა სტამბოლში, ვიზიტად მყოფ ფრანგ კოლეგასთან, ალენ ჟუპესთან შეხვედრამდე. თურქეთში ვიზიტის შემდეგ ჟუპე იწყებს ირაბულ ქვეყნებში ტურნეს, სირიაში შექმნილ ვითარებაზე მოსალაპარაკებლად. აქტივისტების ცნობით, ხუთშაბათს მთავრობის ჯარებმა მოკლეს, სულ ცოტა, რვა ადამიანი მიუხედავად არაბული ლიგის ულტიმატუმისა სირიის მიმართ, შეწყვიტოს ძალადობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, სირიის მიმართ სანქციების მიღებას აპირებენ.
XS
SM
MD
LG