Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იტალიის მთავრობას ელის ნდობის შესახებ მორიგი კენჭისყრა


იტალიის პარლამენტის ქვედა პალატაში დღეს იმართება კენჭისყრა ახალი პრემიერ-მინისტრის, მარიო მონტის მთავრობისადმი ნდობის საკითხზე მას შემდეგ, რაც მთავრობას გუშინ ნდობა გამოუცხადა სენატმა, ანუ, პარლამენტის ზედა პალატამ. მარიო მონტი განსაკუთებულ ყურადღებას უთმობს რეფორმების პროგრამას ეკონომიკური ზრდის ხელშესაწყობად და ვალების შესაკვეცად. მისი თქმით, მომჭირნეობის ზომებს დააბალანსებს ეკონომიკური „ზრდა და თანასწორობა“. გუშინ იტალიის რამდენიმე ქალაქში ჩატარდა სტუდენტთა საპროტესტო აქციები მომჭირნეობის ზომების გასაპროტესტებლად. იუწყებიან დემონსტრანტებსა და პოლიციელებს შორის დაპირისპირების რამდენიმე შემთხვევაზე.
XS
SM
MD
LG