Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს მოსკოვში გაემგზავრა კათალიკოს-პატრიარქი ილია მეორე


სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია მეორე დღეს გაემგზავრა მოსკოვში, სადაც საპატრიაქროს დელეგაციასთან ერთად დაესწრება რუსეთის პატრიარქის 65 წლის იუბილეს. თბილისიდან გამგზავრების წინ კათალიკოს-პატრიარქმა განაცხადა, რომ რუსეთის პატრიარქთან შეხვედრისას ისაუბრებს ორი ქვეყნის ეკლესიათა ურთიერთობაზე, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს საკითხზე და მოსალოდნელ მსოფლიო საეკლესიო კრებაზე. ილია მეორემ რუსეთში ვიზიტს მნიშვნელოვანი და საჭირო უწოდა, და აღნიშნა, რომ მოსკოვში შეხვდება იქ მცხოვრებ აფხაზებსა და ქართველებს.
XS
SM
MD
LG