Accessibility links

logo-print

პრეზიდენტმა ბრძანებულებით დაამტკიცა ჟენევაში 9 ნოემბერს ხელმოწერილი შეთანხმება


პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საკუთარი ბრძანებულებით დაამტკიცა საქართველოს და რუსეთის მთავრობებს შორის ჟენევაში, 9 ნოემბერს ხელმოწერილი შეთანხმება, საბაჟო ადმინისტრირებისა და სასაქონლო ვაჭრობის მონიტორინგის მექანიზმის ძირითადი პრინციპების შესახებ. პრეზიდენტის ბრძანებულებაში ასევე ნათქვამია, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ შეთანხმების ხელმოწერა უნდა აცნობოს პარლამენტს და უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შესაბამისი ზომების მიღება.
XS
SM
MD
LG