Accessibility links

logo-print

მერკელი და კამერონი აპირებენ, "ერთად იმუშაონ" უთანხმოების გამომწვევ საკითხებზე


გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დევიდ კამერონი პირობას დებენ, რომ "ერთად იმუშავებენ" ევროზონის პოლიტიკის გარშემო მათ შორის უთანხმოების გამომწვევ საკითხებზე. კამერონმა ბერლინში, მერკელთან მოლაპარაკების შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ ორი ლიდერი აუცილებლად მიიჩნევს „გადამწყვეტ ზომებს" ევროზონაში ვალებით გამოწვეული კრიზისის მოსაგვარებლად. გერმანიისაგან განსხვავებით, ბრიტანეთი არ არის ევროზონის წევრი. ორმა ლიდერმა აღიარა, რომ ვერ მიაწღიეს წინსვლას აზრთა სხვაობის გამომწვევ საკითხზე - ეს არის ევროპაში საფინანსო ტრანსაქციებზე გადასახადი, რომლის შემოღებასაც გერმანია ემხრობა და ბრიტანეთი ეწინააღმდეგება.
XS
SM
MD
LG