Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იტალიის პარლამენტმა ნდობა გამოუცხადა ახალ პრემიერ-მინისტრს


იტალიის ახალი პრემიერ-მინისტრ მარიო მონტის მთავრობას ნდობა გამოუცხადა პარლამენტის ქვედა პალატამ მას შემდეგ, რაც მონტიმ გუშინ წარმოადგინა რადიკალური რეფორმების პროგრამა იტალიაში ვალებით გამოწვეული კრიზისის მოსაგვარებლად. მონტის მთავრობას, რომელშიც ექსპერტები იმუშავებენ, მხარი დაუჭირა პარლამენტის ქვედა პალატის წევრთა დიდმა უმრავლესობამ მას შემდეგ, რაც გუშინ მას ნდობა გამოუცხადეს ზედა პალატაში - სენატში. რეფორმების პროგრამის მიზნად მარიო მონტი ასახელებს ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობას და ვალების შეკვეცას. მისი თქმით, მომჭირნეობის ზომებს დააბალანსებს ეკონომიკური „ზრდა და თანასწორობა“. გუშინ იტალიის რამდენიმე ქალაქში ჩატარდა სტუდენტთა საპროტესტო აქციები მომჭირნეობის ზომების გასაპროტესტებლად. იუწყებიან დემონსტრანტებსა და პოლიციელებს შორის დაპირისპირების რამდენიმე შემთხვევაზე.
XS
SM
MD
LG