Accessibility links

logo-print

საფრანგეთი გაეროს მოუწოდებს სირიის წინააღმდეგ ზომებისაკენ


საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ალენ ჟუპემ გაეროს უშიშრობის საბჭოს მოუწოდა, მიმართოს ზომებს სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის წინააღმდეგ. ჟუპეს თქმით, დადგა დრო, გამკაცრდეს სანქციები ასადის რეჟიმის მიმართ, სამოქალაქო პირების წინააღმდეგ მიმართული ძალადობის გამო. ამ საკითხზე ჟუპემ ისაუბრა ანკარაში, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ აჰმეთ დავუთოღლუსთან მოლაპარაკების შემდეგ. მანამდე დავუთოღლუმ გამოთქვა შეფასება, რომ კონფლიქტი სირიაში შესაძლოა, სამოქალაქო ომში გადაიზარდოს, რადგან სირიის არმიის სულ უფრო მეტი წევრი გადადის საპროტესტო აქციების მონაწილეთა მხარეზე. გაეროს ვარაუდით, სირიაში 3500-ზე მეტი ადამიანია მოკლული რეპრესიების შედეგად, რომლებიც ახლავს მარტის შუა რიცხვებში დაწყებულ საპროტესტო აქციებს. აქტივისტების ცნობით, ხუთშაბათს მთავრობის ჯარებმა მოკლეს, სულ ცოტა, რვა ადამიანი მიუხედავად არაბული ლიგის ულტიმატუმისა სირიის მიმართ, შეწყვიტოს ძალადობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, სირიის მიმართ სანქციების მიღებას აპირებენ.
XS
SM
MD
LG